სავარაუდოდ ბუნებრივი აირის ნამწვით დედა და ორი მცირეწლოვანი შვილი გარდაიცვალა

ზესტაფონში , სავარაუდოდ ბუნებრივი აირის ნამწვით ახალგაზრდა ქალი ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად გარდაიცვალა.ბავშვების ასაკი 2 და 4 წელ იყო.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა და ახლობლებმა დაღუპულები დღეს აღმოაჩინეს .

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ,   მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე​ პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.