სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც ოჯახის წევრები ეძებდნენ, იპოვეს

სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც ქარელში ოჯახის წევრები ეძებდნენ, იპოვეს.ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე ლაშა ჩოჩიშვილი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ქარელის სოფელ ხეობაში 27 წლის მამაკაცს  ოჯახი  ერთი კვირის განმავლობაში ეძებდა, რის გამოც, გუშინ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა ლაშა ჩოჩიშვილის სამსახურში გამოუცხადებლობის გამო გამოძიება დაიწყო.