საპროეტსტო აქცია პროკურატურის მიმდებარე ტერიტორიაზე (+ფოტო)

საპროტესტო აქცია გაიმართა, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის მიმდებარე ტერიტორიაზე.

როგორც აქციის მონაწილემ ტვ4-თან განაცხადა , საქმე ეხება სოფელ ყარაჯალარში გასული წლის ნოემბრის თვეში მომხდარ ფაქტს , რა დროსაც ქურდობის ბრალდებით , დააკავეს 2 პირი: ნასიმ საფაროვი და ორხან მამედოვი . საფაროვის ბიძის ინფორმაციით , აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიზანმიმართულად არასათანადოდ იქნა ჩატარებული.

აგრეთვე, მიუხედავად იმისა რომ არ არსებობს საფაროვის წინააღმდეგ მტკიცებულებები პროკურატურა ცდილობს , რომ ბრალდებული პატიმრობაში დატოვოს . აქციის მონაწილეები მოითხოვენ , გათავისუფლდეს ნასიმ საფაროვი და გაირკვეს ვინ და რა მიზნით აფარებს ხელს რეალურ დამნაშავეებს .