საქართველოდან ინდოეთში პირდაპირი ავიამიმოსვლა 2020 წლის თებერვალში დაწყება

საქართველოდან ინდოეთში პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება 2020 წლის თებერვალში იგეგმება.

ქართულ ბაზარზე სწორედ მომავალ წელს დაბალბიუჯეტიანი ინდური ავიაკომპანია – IndiG შემოვა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ადასტურებენ, რომ კომპანიას ფრენების დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადი შეტანილი აქვს, მაგრამ დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

IndiGo საქართველოში შემოსვლას 2019 წელს გეგმავდა და სხვადასხვა ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებდა.