სომხეთი-საქართველოს საზღვართან ორი მიწისძვრა ორი წუთის შუალედში მოხდა .დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინისტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის წინასწარი მონაცემებით, თბილისის დროით 20:22 საათზე მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 5,2 მაგნიტუდა იყო, 20:24 საათზე კი 4.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა .
არსებული ინფორმაციით , პირველი მიწისძვრა საქართველოს საზღვრიდან ცხრა კილომეტრში, მეორე კი ხუთ კილომეტრში მოხდა.