საცხოვრებელი ბინის ავტოფარეხში მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, თარხნიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინის ავტოფარეხში, მამაკაცი დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, ამ დროისათვის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მას საფრთხე არ ემუქრება.