სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს . ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს .

“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, დაუკავშირდა ერთ – ერთ მოქალაქეს, შევიდა მასთან ნდობაში და დაარწმუნა, რომ სანაცნობო წრის მეშვეობით, 5 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, დაეხმარებოდა მას შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაქმებაში.
ბრალდებული დააკავეს მოთხოვნილი თანხის ნაწილის – 3 500 ლარის აღების ფაქტზე.”- ნათქვამია უწყევს განცხადებაში .
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს , რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს.