ტყიბულელი მეშახტეები შახტის ადმინისტრაციაში „საქნახშირის“ გენერალურ დირექტორს ჯამბულ ჯაყელს შეხვდნენ და მოთხოვნები გააცნეს. როგორც ცნობილი გახდა, მიმდინარეობს მოლაპარაკება კომპანიის წარმომადგენლებს და ეკონომიკის სამინისტროსა შორის და მეშახტეებს რამდენიმე დღეში ეცოდინებათ გადაწყვეტილების შესახებ.
როგორც ცნობილია, მეშახტეებსა და „საქნახშირს“ შორის შეთანხმება ვერ შედგა და მეშახტეები მუნიციპალიტეტის მერიასთან საპროტესტო აქციას ხვალ დილით, 10 საათიდან ისევ განაახლებენ.
შეგახსენებთ, ტყიბულში დღეს დილიდან 15-მდე მეშახტე შახტში ჩავიდა და ამოსვლაზე უარს აცხადებდნენ, ვიდრე მიმდინარე ხელფასს არ მიიღებენ. ცნობილია, რომ შრომის ანაზღაურება 15 სექტემბრამდე უნდა მიეღოთ.
ტყიბულში მინდელის და ძიძიგურის შახტში ჩასული მეშახტეები ამდრომდე ადგილზე რჩებიან და არ აპირებენ ამოსვლას, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.