ფსიქიატრიული დაწესებულების თანამშრომლები გაფიცვის მოწყობას გეგმავენ

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბედიანის ფსიქიატრიული დაწესებულების თანამშრომლები 1-ელ ოქტომბერს გაფიცვის მოწყობას გეგმავენ. თანამშრომლების ინფორმაციით, დასაქმებულებს დირექციის გადაწყვეტილებით, 6-თვიან უხელფასო შვებულებაში უშვებენ, რაც, მისივე თქმით, აჩენს ეჭვს, რომ შესაძლოა დაწესებულება საერთოდ დაიხუროს.

გავრცელებული ინფორმაციით პაციენტების ნაწილის გაწერას, ნაწილის კი, სხვადასხვა დაწესებულებაში გადაყვანას გეგმავენ.