ქუთაისში სამი მაღაზია გაქურდეს

ქუთაისში ერთ-ერთი მაღაზიათა ქსელის სამი ობიექტი გაქურდეს.

ამ დროისთვის ზარალის რაოდენობა დადგენილი არაა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ძარცვის ფაქტს ადასტურებენ. მომხდარზე საგამოძიებო მოქმედებები სისქლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს.