რუსთავში , სუპერმარკეტების ქსელ “მადაგონში ” ლიფტის შახტაში ელექტრო სადენებს ცეხლი გაუჩნდა და ძლიერი დაკვამლიანება იყო . ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი იმყოფებოდა . როგორც tv4-ის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია . უსაფრთხოების მიზნით, ცენტრიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა .
ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია .