ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-თბილისის ავტობანზე. პირველადი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევაში ორი მოტოციკლეტი ფიგურირებს. ჩქაროსნულ გზაზე ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეფერხებულია. დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების და საპატრულო ეკიპაჟები.









