ავტოსაგზაო შემთხვევა-საპატრულო პოლიციის ავტომობილი ამოტრიალდა

ქუთაისთან, მუხრანის ტყეში პოლიციის ეკიპაჟის მანქანა ავტოსაგზაო შემთხვევაში მოჰყვა.

თვითმხილველების ინფორმაციით,ავტომობილი გზიდან გადავიდა და ამოტრიალდა.

შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სხეულის მსუბუქი დაზიანება.

 

ფოტო: რუსთავი2