ამერიკელმა სამხედროებმა “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერი მოკლეს

ამერიკელმა სამხედროებმა “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერი მოკლეს.უცხოური მედიის ინფორმაციით, სპეცოპერაცია სირიაში იდლიბის პროვინციაში ჩატარდა.

ალ ბაღდადის გარდაცვალება ირანის მთავრობამაც დაადასტურა. თეირანში აცხადებენ, რომ “ისლამური სახელმწიფოს” ნომერ პირველი ტერორისტის შესახებ მათ ინფორმაცია სირიის მთავრობის წევრებმა დაუდასტურეს.

დღესვე პრეზიდენტი ტრამპი სპეცოპერაციასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.

“რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მოხდა,” – დაწერა თეთრი სახლის ლიდერმა ტვიტერზე.

სხვა დეტალები უცნობია.