ბოლნისში მოკლული 30 წლამდე ქალი ბაქოში გადაასვენეს

30 წლამდე ქალი, რომელიც ბოლნისის სოფელ ტალავერში მეუღლემ მოკლა, ბაქოში გადაასვენეს.

მეზობლების ინფორმაციით, ცოლ-ქმარი ბოლო სამი თვის განმავლობაში ბაქოში ცხოვრობდა და საქართველოში გუშინ დილით დაბრუნდნენ.

ცოლ-ქმარს სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.

მკვლელობა გუშინ საღამოს მოხდა . გავრცელებული ინფორმაციით,მამაკაცმა ცოლი ქამრით მოკლა,შემდეგ კი პოლიციას ჩაბარდა.
შსს-ს განცხადებით, დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს .