რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ პროფესიულ-დრამატული თეატრის წინ, ზვიად გამსახურდიას სახელობის რეაბილიტირებულ სკვერი გახსნა.
სკვერის გახსნას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატები – პაატა მხეიძე და გიორგი ბეგაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი და რიგითი რუსთაველები ესწრებიან.
პროექტის ფარგლებში, სკვერში ბეტონის ფილებით მოპირკეთებული ბილიკები და ტროტუარები მოეწყო. დამონტაჟდა გარე განათების თანამედროვე სისტემა, დაიგო მწვანე საფარი, მოეწყო სარწყავი ქსელი და საყვავილეები.
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.