თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯორჯიაშვილში მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. მოსახლეობამ წყლის პრობლემასთან დაკავშირებით, სოფელში გზა გადაკეტა.
როგორც tv4-ს ადგილობრივებმა განუცხადეს, წყალი სოფელში დაახლოებით ერთი თვეა არ არის. მათივე ინფორმაციით, სოფელში წყალი მხოლოდ სეზონურად აქვთ, ზაფხულში ,როდესაც მოსახლეობა წყალს სასოფლო-სამერუნეო დანიშნულებისთვისაც იყენებს. შესაბამისად ზაფხულის დასრულებისთანავე, სარწყავი არხი გადაიკეტა. მოსახლეობა დაუყონებლივ ითხოვს, ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს წყლის პრობლემა.
ადგილზე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე მივიდა. მისი თქმით, წყლის პროექტის განხორციელება 2020 წელს იგეგმება.