იგეგმება თუ არა რუსთავის ახლადაშენებულ ციხეში გუანტანამოს ციხიდან პატიმრების გადმოყვანა?!-როგორ უპასუხა tv4-ს უწყებამ

რუსთავში პენიტენციური დაწესებულების ასაშენებლად, მიწის შესწორების და შემოღობვის სამუშაოები დასრულდა, საპროექტო სამუშაოების დასრულების შემდეგ ,სამშენებლო ტენდერი გამოცხადდება-ამის შესახებ tv4-ს უწყებიდან პენიტენციური სამსახურისთვის ოფიციალურად მიწერილი კითხვის პასუხად აცნობეს.

გავრცელებული ინფორმაციასთან დაკავშირებით,თითქოს რუსთავში ციხის სამშენებლო სამუშაოები შეჩერდა, tv4-მა უწყებისგან ოფიციალური ინფორმაცია გამოითხოვა,რომლის თანახმადაც ამ დროისთვის ციხის საპროექტო სამუშაოები სრულდება ,რის შემდეგაც სამშენებლო ტენდერი გამოცხადდება.

ასევე, Tv4-ის სანდრო წყაროს ინფორმაციით, გუანტანამოს ციხიდან ჭყონდიდელის დასახლებაში ახალაშენებულ პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრების გადმოყვანა იგეგმება-უწყებაში არც ეს ინფორმაცია არ დაადასტურეს.

“სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში 2019 წლის 27 სექტემბერს შემოსული წერილის პასუხად, ქალაქ რუსთავში პენიტენცური დაწესებულების მშენებლობასთან დაკავშირებით, დასმულ კითხვაზე მოგახსენებთ,რომ ამ ეტაპე დასრულებულია მიწის შესწორების და შემოღობვის სამუშაოები. ამავდროულად სრულდება პენიტენციური დაწესებულების საპროექტო სამუშაო,რის შემდეგაც სამშენებლო ტენდერი გამოცხადდება. რაც შეეხება იმას, რომ თითქოს ამავე რეგიონში პენიტენციური დაწესებულების ასაშენებლად კიდევ სხვა ტერიტორიები განიხილება, ეს ინფორმაცია მცდარია,ისევე როგორც ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს გუანტანამოს ციხიდან ჭყონდიდელის დასახლებაში ახალაშენებულ პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრების გადმოყავან იგეგმება.“-ნათქვამია ოფიციალურ საპასუხო წერილში.