მეუფე პეტრე წმინდა სინოდმა მღვდელმთავრობიდან გადააყენა

მეუფე პეტრეს განცხადებით, წმინდა სინოდმა მღვდელმთავრობიდან გადააყენა. ამის შესახებ მეუფე პეტრემ საპატრიარქოსთან, წმინდა სინოდის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„წმინდა სინოდმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, პირადად პატრიარქმა უსამართლოდ განმაყენა მღვდემთავრობიდან“, – აღნიშნა მეუფე პეტრემ.