,,მე ყოველთვის ძალიან ტანჯვით ვწერ მუსიკას”-უკანასკნელი ინტერვიუ ლეგენდარულ კომპოზიტორთან

მე ყოველთვის ძალიან მძიმედ, ძალიან ნელა და ძალიან ტანჯვით ვწერ მუსიკას. ერთადერთი სურვილი მაქვს, რომ ეს ჩემი სირთულეები მსმენელმა არ იგრძნოს,” – 84 წლის ასაკში, ლეგენდარული კომპოზიტორი, გია ყანჩელი გარდაიცვალა.

კომპოზიტორი ბოლო პერიოდის განმავლობაში ავადმყოფობდა და მკურნალობას კლინიკაში გადიოდა, ყანჩელი ბოლო დაბადების დღეს, 10 აგვისტოს, სწორედ საავადმყოფოში შეხვდა.

რამდენიმე თვის წინ გია ყანჩელი მსოფლიოს სამ უდიდეს კომპოზიტორს შორის დასახელდა. ის იტალიელ კომპოზიტორებთან – ნინო როტასთან და ენიო მორიკონესთან ერთად, გია ყანჩელი საუკეთესოდ არის მიჩნეული.

“ყოველთვის ვღელავ, როდესაც მოვდივარ პირველ რეპეტიციაზე, იმიტომ რომ პირველივე რეპეტიციაზე ვასწორებ იმ პრეტენზიებს, რომლებიც მიჩნდება ჩემს მიმართ. შემიძლია ვთქვა, რომ რაღაც გარკვეულ ნაწარმოებებზე მუშაობის დროს, რაღაც გარკვეული მდგომარეობა მქონდა. მე ყოველთვის ძალიან მძიმედ, ძალიან ნელა და ძალიან ტანჯვით ვწერ მუსიკას. ერთადერთი სურვილი მაქვს, რომ ეს ჩემი სირთულეები მსმენელმა არ იგრძნოს,” – ამბობს კომპოზიტორი.