ესპანეთში საზღვაო პატრულის ეკიპაჟი ნარკოტიკებით დატვირთულ ნავს დაედევნა. დადევნების დროს, სამართალდამცველების ხომალდი ეჭვმიტანილებისას შეეჯახა, რის გამოც სამი ოფიცერი ზღვაში გადავარდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით,სპეცოპერაციაში მონაწილე ვერტმფრენის ეკიპაჟის თხოვნით, ეჭვმიტანილებმა პოლიციელები ჯერ წყლიდან ამოიყვანეს, შემდეგ კი მათვე ჩაბარდნენ.