ავტოფარეხში ორი ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა თბილისში,გლდანში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცებს დაზიანებები ჩაქუჩითა და დანით აქვთ მიყენებული. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ერთ-ერთმა მათგანმა სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, საქმესთან დაკავშირებით სამი პირია დაკავებული. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში, ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.