სამართალდამცველებმა პეკინის ქუჩაზე მამაკაცი დააკავეს, რომელიც აივანზე ქურდობის მიზნით იყო ამძვრალი.
შემთხვევის დროს ბინის მფლობელები შინ იმყოფებოდნენ.
მათ სავარაუდო მძარცველი აივანზე გამოკეტეს და 112-ში დარეკეს
შსს-ს ინფორმაციით, ქურდობის მცდელობის ფაქტი ღამით მოხდა.
შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, სსკ-ის 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს.









