პროექტი “გენერატორი”- ვინ გახდა საუკეთესო ბიზნეს იდეის ავტორი?!

რუსთავის სახელოვნებო,სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის პროექტის “გენერატორი” ფარგლებში,რუსთავის მერიაში მონაწილეების ბიზნეს იდეების პრეზენტაციებს უსმენენ.

შეხვედრას რუსთავის მერი,ირაკლი ტაბაღუა, ცენტრის ხელმძღვანელი გეგი ლიპარტელიანი და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან.

პროექტში მონაწილეობას 19-დამ 29 წლის ჩათვლით ახალგაზრდები იღებდნენ. გამოვლინდა ოთხი კანდიდატი ,რომლებიც პრეზენტაციას ამ წუთებში ატარებენ. პროექტის ფარგლებში გამარჯვებული ახალგაზრდა საკუთარი საქმიანობის წამოწყებას შეძლებს.

პროექტში გამარჯვებული პრეზენტაციების დასრულების შემდეგ გამოვლინდება.