რუსთავში სოკოთი დაავადებული წიწვოვანი ხეების შეწამვლა გრძელდება.სოკოვანი დავადების პრევენციისა და ქალაქში მწვანე საფარის შენარჩუნების მიზნით გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამსახურის წარმომადგენლები სპეციალური ტექნიკის საშუალებით ხეების შეწამვლას მთელი ქალაქის მასშტაბით ახორციელებენ . პირველ ეტაპზე შეიწამლა ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე არსებული წიწვოვანი ხეები ამ დროისთვის კი სამუშაოები შიდა ეზოებში მიმდინარეობს.
საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის ინფორმაციით , დაავადებული ხეების შეწამვალა ბიოლოგიურად უსაფრთხო პრეპარატი” ნორდექსით “მიმდინარეობს , რაც საზოგადოებისთვის უსაფრთხოა .
უსაფრთხოების მიზნით სპეციალური სამსახურების წარმომადგენლები მოსახლეობას შეწამვლის დაწყებამდე აფრთხილებენ .