რუსთავში მასწავლებლებისთვის უფასო გამოკვლევები მიმდინარეობს (+ფოტო)

5 ოქტომბრიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში პედაგოგები უფასო გამოკვლევით ისარგებლებენ.კვლევის ფარგლებში შემოწმდება პაპილომა ვირუსი და ჩატარდება მამოგრაფიული გამოკვლევა.პაპილომა ვირუსზე შემოწმება 40-70 წლის პედაგოგებს შეეძლებათ, ხოლო მამოგრაფიული გამოკვლევით 25-60 წლის ასაკობრივ ჯგუფში მყოფი საჯარო სკოლის მასწავლებლები ისარგებლებენ.აღსანიშნავია, რომ სკრინინგ კვლევა სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება და არის სრულიად უფასო. აქცია რუსთავის მერიის სოციალური სამსახურის, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის ინიციატივითა და ცენტრალური საავადმყოფოს მხარდჭერით ტარდება.

ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა იმყოფებოდა.