კრწანისის სასწავლო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიტოვებულ-შენობა ნაგებობაში 10 თვის ბავშვი გარდაიცავალა. მეზობლების ინფორმაციით, ბავშვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები კერძოდ, მენინგიტი ბავშვობიდან ჰქონდა.
გარდაცვლილი ბავშვი აზოტის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ექიმების ინფორმაციით, ბავშვი სამედიცინო დაწესებულებაში ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი შეიყვანეს და მისი გადასვენება პროზექტურაში მოხდა.
tv4-მა ინფორმაცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში გადაამოწმა. როგორც ცენტრის ხელმძღვანელი დავით ბეგაშვილი განმარტავს, ცენტრში მენინგიტის შესახებ ინფორმაცია შესული არ არის,შესაბამისად ჯერ-ჯერობით მენინგიტის შემთხვევა ქალაქში არ დასტურდება.
tv4-ის ინფორმაციით, ოჯახი მრავალშვილიანია და მშობლებს სავარაუდოდ 6 შვილი ჰყავთ.