საეკლესიო სკანდალი-გავრცელებული ინფორმაციით, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, ჭყონდიდის მიტროპოლიტს, მეუფე პეტრეს არაკაცი უწოდა.
როგორც სვეტიცხოველში შეკრებილმა მაღალმა იერარქებმა დღეს განაცხადეს, სკანდალთან დაკავშირებით წმინდა სინოდი იმსჯელებს.
მათი განცხადებით, სინოდს წევრებისთვის დაბალი რანგის სასულიერო პირის მხრიდან მეუფისთვის შეურაცხყოფა მიუღებელია.
როგორც მეუფე ანტონი აცხადებს, საკითხს უახლოეს სინოდის სხდომაზე განიხილავენ.
ფოთის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლის თქმით, კი საეკლესიო კანონიკური სამართალში პირდაპირ არის გაწერილი რა არის დასჯადი.
შეგახსენებთ, „მთავარი არხის“ ინფორმაციით, ანდრია ჯაღმაიძემ მეუფე პეტრეს არაკაცი უწოდა. შემთხვევა შაბათს, ფოთის მიტროპოლიტ გრიგოლის დედის დაკრძალვაზე მოხდა.