უსიამოვნო სუნი ქალაქში- დღეს დილიდან სოკოს ქარხანასთან სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ.
ქარხანასთან გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებიც იმყოფებიან. პარალელურად მიმდინარეობს შეხვედრა ადმინისტრაციისა და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს შორის.
გარკვეული დროის განმავლობაში სამუშაო პროცესი შეწყვეტილი იყო ქარხანაში. საწარმოში დასაქმებულები საზოგადოების მხრიდან გამოხატული პროტესტის წინაღმდეგ გამოვიდნენ და მუშაობა შეწყვიტეს. ისინი აცხადებდნენ, რომ ქარხნის ადმინისტრაციისგან გაფრთხილება საწარმოს გაჩერების თაობაზე მიიღეს,რის გამოც ისინი სამსახურის გარეშე დარჩებოდნენ. ვითარებაში გარკვევის შემდეგ,თანამშრომლები სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ.
tv4-ის გადამღები ჯგუფი ადგილზე რჩება.