უცნობი პირები მოსწავლეებს მუქარის შემცველ შეტყობინებებს უგზავნიან-შსს

ქუთაისში, ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებისთვის მუქარის შემცველი სატელეფონო შეტყობინების გაგზავნის ფაქტზე,შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყებამ, გამოძიება 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, სამ მოსწავლეს, იდენტური შინაარსის შეტყობინება მიუვიდა. უცნობი პირი ან პირები მოსწავლეებს წერენ, რომ მათ ცხოვრებას აკონტროლებენ და ატყობინებენ, რომ კონკრეტულ დროს დაურეკავენ, რისთვისაც მზად უნდა იყვნენ.