ყოფილმა ქმარმა ცოლს დაჭრამდე ხელყუმბარა ესროლა

ხაშურში თამარ მეფის გამზირზე ამ დროისთვის გამნაღმველები მუშაობენ. გადაკეტილია ტერიტორია, სადაც ცოტა ხნის წინ, ყოფილმა ქმარმა ყოფილ ცოლს ჯერ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი იარაღიდან ესროლა.

არსებული ინფორმაციით,დაპირისპირებამდე მამაკაცმა ახალგაზრდა ქალის სამსახურში ხელყუმბარა შეაგდო, რომელიც არ აფეთქდა.

ადგილზე გამნაღმველები მუშაობენ.

ტერიტორიიდან გაყვანილია მოსახლეობა, მიმდებარე ტერიტორია შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტებით, მოქალაქეებს შემთხვევის ადგილთან მიახლოება ეკრძალებათ.