შშმ პირების ფესტივალი ,,ივერია ბრილიანტის“ შესარჩევი ტური, დღეს, რუსთავის კულტურის სახლში ჩატარდა .
საქართველო უკვე მესამედ მასპინძლობს ფესტივალ „ივერია ბრილიანტს“, რომელშიც საქართველოს გარდა უკრაინა, ისრაელი, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი და პოლონეთი მონაწილეობს. ფესტივალის გალაკონცერტი რუსთავის თეატრში გაიმართება და მასში, 50-მდე ბენეფიციარი მიიღებს მონაწილეობას. კონკურსი 5, ხოლო დასკვნითი კონცერტი 6 ოქტომბერს გაიმართება. დასწრება თავისუფალია. გამარჯვებულებს ჟიური გამოავლენს და მათგან კანდიდატები შეირჩევა , რომლებიც უკრაინაში და აზერბაიჯანში, მსგავს ფესტივალზე გაემგზავრებიან . ჟიურის წევრების შემადგენლობაშია რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა. აღსანიშნავია, რომ ჟიურის შემადგენლობაში არიან როგორც ქართველები ასევე უცხოელი სტუმრები . ფესტივალში, წელს 4 რუსთაველი შშმ პირი იღებს მონაწილეობას.
ფესტივალი რუსთავის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.