ავსტრიის ცნობილ სამთო-სათხილამურო ქალაქში ახალგაზრდა მამაკაცმა ხუთი ადამიანი მოკლა.ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქ კიცბიუელში, 5 ოქტომბერს ღამით მოხდა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. ის 25 წლისაა.
გამოძიების ცნობით, მამაკაცი ყოფილი შეყვარებულის სახლში შეიჭრა და ყოფილ მეგობარ გოგონასთან ერთად კიდევ ოთხი ადამიანი მოკლა. მათ შორის იყო გოგონას ახალი შეყვარებული, მისი მშობლები და ძმა.
მოგვიანებით, დამნაშავე პოლიციას ჩაბარდა.