გურჯაანში,ხანძრის შედეგად 60 წლამდე ქალი გარდაიცვალა. თვითმხილველების თქმით, აღმაშენებლის ქუჩაზე ცეცხლი ორსართულიან სახლზე სწრაფად გავრცელდა და ქალის გამოყვანა ვერ შეძლეს.
განადგურებულია შენობა და საყოფაცხოვრებო ნივთები.
ადგილზე ოთხი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი ელექტროენერგიის გაუმართაობამ გამოიწვია.









