ავტოკატასტროფას პერუში 23 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ავტოსაგზაო შემთხვევა კუსკოსა და პუერტო მალდო-ნადოს დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. სამგზავრო ავტობუსი 100 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა.
უბედური შემთხვევის დროს ,ტრანსპორტში 50-ზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მიმდინარეობს გამოძიება.