კახეთის გზატკეცილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად , ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა .
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ,რომ მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთოს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაიღუპა.
შსს-ს ცნობით, გამოძიება 272-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.