ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-თბილისის ჩქაროსნულ გზაზე მოხდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-თბილისის ავტობანზე. პირველადი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევაში ორი მოტოციკლეტი ფიგურირებს. ჩქაროსნულ გზაზე ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეფერხებულია. დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.  ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების და საპატრულო ეკიპაჟები.