ქუთაისთან, მუხრანის ტყეში პოლიციის ეკიპაჟის მანქანა ავტოსაგზაო შემთხვევაში მოჰყვა.
თვითმხილველების ინფორმაციით,ავტომობილი გზიდან გადავიდა და ამოტრიალდა.
შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სხეულის მსუბუქი დაზიანება.
ფოტო: რუსთავი2