ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი მძიმედ დაშავდა

​ ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის ნაწულუკუს საავტომობილო გზის მონაკვეთზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სამი მძიმედ დაშავდა.

ერთმანეთს საპირისპიროდ მიმავალი „ოპელისა“ და „ვოლსკვაგენის“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად, „ოპელის“ მარკის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მათ სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.