ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა ხუთი ადამიანი .
თვითმხილველების ინფორმაციით, „მერსედესის“ მარკის ავტომობილი საპირისპიროდ მოძრავ „სუბარუს“ მანქანას შეეჯახა.
დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
როგორც ექიმები აცხადებენ, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევების ჩაუტარდათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.