წნორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედკეგად სამი ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულებიც,ორი არასრულწლოვანი.
tv4-ის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის არიან რუსთაველები.დაღუპულია ორი 50 წლამდე და ერთი 40 წლამდე მამაკაცი. ორი არასრულწლოვანი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. დაღუპული მამაკაცები ძმები იყვნენ,მესამე კი მათი მეზობელი.
ერთმანეთს ორი მსუბუქი მანქანა შეეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.