“არანაირი ოკუპაცია არ არის”-რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი

“არანაირი ოკუპაცია არ არის” – ასე განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა, დიმიტრი პესკოვმა.

დიმიტრი პესკოვმა, ნიუ იორკში, ზალკალაინი-ლავროვის შეხვედრას და მასთან დაკავშირებით, თბილისში გამოთქმულ მოსაზრებებს “ისტერიკა” უწოდა.

დიმიტრი პესკოვის თქმით, კონსტრუქციული დიალოგის პროცესი ქვეყნებს შორის, სწორედ ამგვარი შეხვედრებიდან იწყება.

“არანაირი ოკუპაცია არ არის, აქ ჩვენი აზრები იყოფა, მაგრამ რაც შეეხება ოფიციალურ ხელისუფლებებს, აქ ჩვენ ისევ პრობლემები გვაქვს. ასეთი პირველი შეხვედრები, რომელსაც ნიუ იორკში ჰქონდა ადგილი, ალბათ კონსტრუქციული დიალოგის ნებისმიერი პროცესი, თუნდაც ამ პროცესების ჩასახვა იწყება სწორედ ასეთი შეხვედრები. ალბათ თქვენც ისმენდით ისტერიკას, რომელიც ამ შეხვედრას მოჰყვა თბილისიდან. ალბათ არც თუ ადეკვატური რეაქცია. ამიტომ, მოდით, ნუ ვილაპარაკებთ ამ შეხვედრაზე, ის ძალიან მტკივნეულად არის მიღებული თბილისში, ჩვენთვის გაუგებარი მიზეზებით” – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა