გორში მამაკაცი არასრულწლოვან გოგონაზე თავდასხმის გამო დააკავეს. გამოძიების ვერსიით, ბრალდებული გოგონას სადარბაზოში სექსუალური ხასიათის ძალადობის მიზნით შეჰყვა, მოზარდმა მას წინააღმდეგობა გაუწია და ყვირილი დაიწყო. მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გამოძიების ვერსიას არ ეთანხმება მამაკაცის ადვოკატი, ტანია რაზმაძე.უფლებადამცველის განცხადებით,მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაზარალებულს არ იცნობდა და დღის საათებში,განათებულ სადარბაზოში გოგონას არა გაუპატიურების, არამედ სამკაულებისა და ტელეფონის წართმევის მიზნით შეჰყვა.
მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტზე, მიმდინარეობს . დანაშაული 6 – დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.