არასრულწლოვნების შეურაცხყოფისა და მუქარის ბრალდებით იტალიაში ქართველი მამაკაცი დააკავეს. 44 წლის კაცს ბრალად მოზარდების მიმართ მუქარა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა ედება.
იტალიური მედიის ინფორმაციით, მამაკაცები არასრულწლოვნებს შეურაცხყოფას აყენებდნენ და ემუქრებოდნენ. ადგილზე მისულმა პოლიციამ ერთ-ერთი ეჭვმიტანილი დაკავა. მან კარაბინერებს წინააღმდეგობა გაუწია. მეორე ეჭვმიტანილს პოლიცია ამ დრომდე ეძებს.