რუსთავის ისტორიული მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიცია ციხის აღმოსავლეთ მონაკვეთის არქეოლოგიურ შესწავლას აწარმოებს. ძეგლის კვლევასთან ერთად, არქეოლოგიური კვლევა უტარდება ციხის აღმოსავლეთ მონაკვეთს,რომელიც რესტავრაციისთვის მზადდება.
როგორც tv4-ს რუსთავის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა ნაზი პაჭიკაშვილმა განუცხადა, რუსთავის ციხეზე მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციის გეგმიური სამუშაოები მიმდინარეობს,რომელიც ყოველწლიურად ტარდება,რაც პარალელურად სარესტავრაციოდ მოსამზადებელ სამუშაოებს გულისხმობს.
არქეოლოგიური ექსპედიცია ციხის ტერიტორიაზე კვლევას 15 ნოემბრამდე გააგრძელებს.
შეგახსენებთ,რუსთავის ისტორიული ციხის ჩრდილოეთ ზღუდის სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშოები იგეგმება.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ ,გამოცხადებულ ტენდერში კომპანია ,,ინჟინერის აზრმა“ გაიმარჯვა.
კომპანიის საპროექტო სამუშაოებისთვის 21 200 ლარია გამოყოფილი. საპროექტო სამუშაოები თითქმის დასრულებულია.სამუშაოებს, „ქართუ ფონდის“ აფინანსებს.









