აფეთქება გურამიშვილზე-39 წლის მამაკაცის მდგომარეობა უმძიმესია

გურამიშვილის 34 ნომერში, 16 სართულიან საცხოვრებელ კოროუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულებიდან ერთ-ერთი დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი.

დაშავებული დამწვრობის ცენტრში დილის 9-ის ნახევარზე შეიყვანეს:

“დამწვრობის ფართი შეადგენს 60-65%-ს, მესამე ხარისხის დაზიანებაა, აღენიშნება სასუნთქი გზების დამწვრობა და დამწვრობითი შოკი, ამ წუთისათვის მდგომარეობა მძიმეა. უტარდება რეანიმაციული ღონისძიებები.”- განაცხადა ექიმმა.