ქურდობა თბილისში-გორგასლის ქუჩაზე აფთიაქში შესულ მოქალაქეს ავტომობილი მოპარეს.
Update: სამართალდამცველებმა ორთაჭალაში მოპარულ TOYOTA-ს მარკის ავტომობილს ქურდობის ადგილიდან ახლოსვე მიაკვლიეს-ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
უწყების ინფორმაციით, ავტომობილი მფლობელს საგამოძიებო მოქმედებების დასრულებისთანავე გადაეცემა.
პოლიცია დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობის დადგენა-დაკავების მიზნით ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს ახორციელებს.
უწყების ცნობით, თბილისში, ორთაჭალაში TOYOTA-ს მარკის ავტომობილის ქურდობის ფაქტს პოლიცია სსკ-ის 177-ე მუხლით იძიებს, რაც ქურდობას გულისხმობს.