ბაღებში გათბობის სისტემის მონიტორინგისთვის კომისია შეიქმნება

რუსთავის ბაგა-ბაღებში გათბობის სისტემის მონიტორინგს კომისია განახორციელებს.  ბაგა-ბაღების ხელმძღვანელის ეკა ხუციშვილის ინფორმაციით, შეიქმნება კომისია ,რომელიც “სოკარ ჯორჯია გაზის” წარმომადგენლებთან ერთად ,თითოეულ ფილიალში გათბობის სისტემას შეამოწმებს.

მისივე თქმით, გუშინ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, იმ ფილიალებში ,სადაც “სოკარ ჯორჯია გაზის” წარმომადგენლებმა შესვლა შეძლეს, ხარვეზები არ დაფიქსირებულა,შესაბამისად ბუნებრივი აირის მიწოდება არცერთ ბაღში არ არის შეზღუდული.

რაც შეეხება მე-6 ფილიალს ,ბაღში ,,სოკარ ჯორჯია გაზის” წარმომადგენლებმა ე.წ გაზქურა ჩაჭრეს,რომელსაც ბაღი  ელექტროენერგიის შეზღუდვის შემთხვევაში  იყენებდა. ეკა ხუციშვილის თქმით, მე-6 ბაღი ევროკავშირის გრანტის ფარგლებში რეაბილიტირდა და ის ენერგოეფექტურია.

 

შეგახსენებთ, გუშინ რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ფილიალებში სოკარ ჯორჯია გაზმა ფილიალების მონიტორინგი  გაუფრთხილებლად ჩაატარა. კომპანიაში აცხადებედნენ,რომ  ბუნებრივი აირის შეზღუდვის მიზეზი ბაღებში  ახალი რეგულაცია “ბუნებრივი გაზის შიდა ქსელის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტია”,რომელიც ბაღებში უსაფრთხოებას ითვალისწინებს.თუმცა ,რატომ არ მიმართეს გაერთაინებას გაფრთხილებით,ამ  კითხვაზე კომპანიაში აცხადებენ,რომ ვალდებულება არ ჰქონდათ.