ბოლნისის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგებისთვის “მადლიერების საღაო” გაიმართა

ბოლნისის მუნიციპალიტეტმა 145 პრაქტიკოს, ღვაწლმოსილ პედაგოგს „მადლიერების საღამო“ მოუწყო. ბოლნისის მუნიციპალიტეტისა და ბოლნისის გენდერული საბჭოს ორგანიზებით 145 პრაქტიკოსი ღვაწლმოსილი პედაგოგი პენსიაზე საზეიმოდ გააცილეს. „მადლიერების საღამოს“ ადგილობრივი და ცენტტრალური ხელისუფლების წევრები ესწრებოდნენ. ღვაწლმოსილ პედაგოგებს მუნიციპალიტეტისგან მადლობის სიგელები, სახელმწიფოსგან კი ორი წლის ჯამური ხელფასი გადაეცათ. ღონისძიება მუსიკალურად ანსამბლმა ,,ალილომ” და ციური მჭედლიძემ გააფორმეს.