ბოლნისის მე-4 საბავშვო ბაღში კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. სასწავლო დაწესებულების სარემონტო სამუშაოებზე ჯამში 430 000 ლარი იყო გამოყოფილი.
რეაბილიტაციის შედეგად ბაღი ახალი სახურავით გადაიხურა, გარემონტდა გარე ფასადები და ჩატარდა შიდა კოსმეტიკური რემონტი. თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესაბამისად მოეწყო საბავშვო ბაღის ეზოც.
სამშენებლო სამუშაოები 4 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას “შპს მეტრი” ახორციელებდა.
აღსანიშნავია, რომ ბოლნისის მე-4 საბავშვო ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონალური პროექტების დაფინანსების ფონდისა და ადგილობრივი ხელისუფლების თანადაფინანსებით ჩატარდა.